
Laka Event School
Laka Event School
LAKA EVENT SCHOOL — A professional educational pathway for those seeking to gain industry expertise and build their own career in event management.
სასწავლო პროგრამა მოიცავს ივენთ-მენეჯმენტს, ღონისძიებების ორგანიზებასა და კოორდინაციას — როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სწავლებას.
კურსის განმავლობაში სტუდენტები იღებენ სრულ ინფორმაციას ღონისძიების ინდუსტრიის შესახებ: ლოკაციები, პარტნიორები, კონტრაქტორები, მომსახურების სფეროები, დიზაინი, დეკორაცია, ტექნიკური უზრუნველყოფა და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებები.
ჩვენი მთავარი ღირებულება არის 25-წლიანი პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება — ცოდნა, რომელიც რეალური ღონისძიებების ორგანიზებისა და მართვის პროცესში დაგროვდა.
სწავლის დასრულების შემდეგ სტუდენტები იღებენ LAKA EVENT SCHOOL-ის სერტიფიკატს.
მაგრამ სწავლა აქ არ მთავრდება.
LAKA EVENT SCHOOL აგრძელებს საკუთარი ღონისძიებების შექმნას, სადაც ჩვენი სტუდენტები პრაქტიკულად ერთვებიან და მიღებულ ცოდნას რეალურ პროექტებში იყენებენ.
ჩვენი მიზანია, სტუდენტმა მხოლოდ პროფესია კი არ ისწავლოს, არამედ მიიღოს რეალური გამოცდილება, პროფესიული კავშირები და შესაძლებლობა, გახდეს ღონისძიებების ინდუსტრიის ნაწილი.
ისწავლე. შექმენი. განავითარე საკუთარი პროფესია.
What we offer
- ივენთ-მენეჯმენტი და კოორდინაცია
- ლოკაციები, პარტნიორები, კონტრაქტორები
- დიზაინი, დეკორაცია და ტექნიკა
- პრაქტიკა რეალურ ღონისძიებებზე
- LAKA EVENT SCHOOL-ის სერტიფიკატი

