About us

ჩვენ შესახებ

laka
ვინ ვართ

25 წელი — ჰობიდან საკუთარ ბრენდამდე

25 წლის წინ ყველაფერი დაიწყო როგორც გატაცება — სიყვარულით შექმნილი და ადამიანებისთვის განსაკუთრებული ემოციების ჩუქების სურვილი. წლების განმავლობაში ჰობი პროფესიულ საქმიანობად, გამოცდილება კი LAKA EVENT COMPANY-ად ჩამოყალიბდა.

დღეს ჩვენი კომპანია რამდენიმე მიმართულებას აერთიანებს.

25 წლის განმავლობაში LAKA EVENT COMPANY-მა ჩამოაყალიბა სანდო და გამოცდილი პროფესიონალი პარტნიორებისა და კონტრაქტორების გუნდი.

ეს არის სპეციალისტები, რომლებიც ჩვენი ღონისძიებების სხვადასხვა მიმართულების პროფესიონალურ განხორციელებას უზრუნველყოფენ:

დიზაინი • დეკორაცია • ფლორისტიკა • საქორწილო კაბები • ღონისძიების სივრცეები • ლოკაციები • განათება • ტექნიკური უზრუნველყოფა • საკონდიტრო მომსახურება • ფოტო და ვიდეო გადაღება • შოუ-პროგრამები და სხვა.

ჩვენი პარტნიორების პროფესიონალიზმი და მრავალწლიანი თანამშრომლობა საშუალებას გვაძლევს, თითოეული ღონისძიება იდეიდან სრულ განხორციელებამდე ერთიანი ხედვითა და მაღალი ხარისხის სტანდარტით შევქმნათ.

25-წლიანი გამოცდილება, ძლიერი პროფესიული გუნდი, მუდმივი განვითარება და საქმისადმი სიყვარული არის ის საფუძველი, რომელზეც დღეს LAKA EVENT COMPANY დგას.

ჩვენ გვჯერა, რომ ღონისძიების შექმნა ხელოვნებაა, ცოდნის გაზიარება — პასუხისმგებლობა, ხოლო ეტიკეტი — ცხოვრების კულტურა.

0 წლის გამოცდილება
0 ქვეყანა მსოფლიოდან
0 მიმართულება
ნახე მიმართულებები
ლაკა წერეთელი
Founder

ლაკა წერეთელი

ფრანგული ეტიკეტის ექსპერტი.
Laka Étiquette

LAKA EVENT COMPANY-ის დამფუძნებელმა, ლაკა წერეთელმა, საფრანგეთში, პარიზში, გაიარა ფრანგული ეტიკეტის პროფესიული კურსი — Paris Étiquette — და არის ფრანგული ეტიკეტის ექსპერტი.

Laka Tsereteli
Why Laka

რატომ LAKA EVENT COMPANY?

პროფესიონალი გუნდი

გამოცდილი გუნდი და სანდო პარტნიორები, რომლებთანაც წლების განმავლობაში ვქმნით განსაკუთრებულ პროექტებს.

ინდივიდუალური მიდგომა

თითოეული ღონისძიება იქმნება თქვენი სურვილების, სტილისა და იდეის მიხედვით.

სრული სერვისი

იდეიდან განხორციელებამდე — ყველაფერი ერთიან, პროფესიონალურ პროცესში.

საერთაშორისო გამოცდილება

საქართველოში განხორციელებული პროექტები 18 სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული წყვილებისა და სტუმრებისთვის.

მთავარი კი — ნდობა

ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას არა მხოლოდ ღონისძიებაზე, არამედ თქვენს სიმშვიდესა და საბოლოო შედეგზე.

ჩვენთან ცხოვრება ხელოვნებაა

Laka
Let’s talk

მზად ხარ შენი დღესასწაულისთვის?