
ჩვენ შესახებ
25 წელი — ჰობიდან საკუთარ ბრენდამდე
25 წლის წინ ყველაფერი დაიწყო როგორც გატაცება — სიყვარულით შექმნილი და ადამიანებისთვის განსაკუთრებული ემოციების ჩუქების სურვილი. წლების განმავლობაში ჰობი პროფესიულ საქმიანობად, გამოცდილება კი LAKA EVENT COMPANY-ად ჩამოყალიბდა.
დღეს ჩვენი კომპანია რამდენიმე მიმართულებას აერთიანებს.
25 წლის განმავლობაში LAKA EVENT COMPANY-მა ჩამოაყალიბა სანდო და გამოცდილი პროფესიონალი პარტნიორებისა და კონტრაქტორების გუნდი.
ეს არის სპეციალისტები, რომლებიც ჩვენი ღონისძიებების სხვადასხვა მიმართულების პროფესიონალურ განხორციელებას უზრუნველყოფენ:
დიზაინი • დეკორაცია • ფლორისტიკა • საქორწილო კაბები • ღონისძიების სივრცეები • ლოკაციები • განათება • ტექნიკური უზრუნველყოფა • საკონდიტრო მომსახურება • ფოტო და ვიდეო გადაღება • შოუ-პროგრამები და სხვა.
ჩვენი პარტნიორების პროფესიონალიზმი და მრავალწლიანი თანამშრომლობა საშუალებას გვაძლევს, თითოეული ღონისძიება იდეიდან სრულ განხორციელებამდე ერთიანი ხედვითა და მაღალი ხარისხის სტანდარტით შევქმნათ.
25-წლიანი გამოცდილება, ძლიერი პროფესიული გუნდი, მუდმივი განვითარება და საქმისადმი სიყვარული არის ის საფუძველი, რომელზეც დღეს LAKA EVENT COMPANY დგას.
ჩვენ გვჯერა, რომ ღონისძიების შექმნა ხელოვნებაა, ცოდნის გაზიარება — პასუხისმგებლობა, ხოლო ეტიკეტი — ცხოვრების კულტურა.
ლაკა წერეთელი
ფრანგული ეტიკეტის ექსპერტი.Laka Étiquette
LAKA EVENT COMPANY-ის დამფუძნებელმა, ლაკა წერეთელმა, საფრანგეთში, პარიზში, გაიარა ფრანგული ეტიკეტის პროფესიული კურსი — Paris Étiquette — და არის ფრანგული ეტიკეტის ექსპერტი.
მადლობის სიტყვები
ჩვენ გვჯერა კეთეს ღონწლების განმავლობაში Laka Event Company-ს ყველაზე დიდი ღირებულება ჩვენი მომხმარებლების ნდობა და სიყვარულია.
მადლობას გიხდით თითოეული ღონისძიებისთვის, თითოეული ემოციისთვის და იმ შესაძლებლობისთვის, რომ თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი დღეების ნაწილი გავხდეთ.
ჩვენთვის ყოველი პროექტი მხოლოდ სამუშაო არ არის. ეს არის პასუხისმგებლობა, შემოქმედება, ახალი იდეები და სურვილი, რომ თითოეული ღონისძიება განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი იყოს.
გმადლობთ ნდობისთვის, რეკომენდაციებისთვის, კეთილი სიტყვებისთვის და იმ მრავალწლიანი ურთიერთობისთვის, რომელიც ჩვენთვის ძალიან ძვირფასია.
თქვენი ემოციები, ღიმილი და ბედნიერი მოგონებები არის ის, რაც გვაძლევს მოტივაციას, ყოველდღიურად უფრო მეტი შევქმნათ და კიდევ უფრო მაღალი ხარისხით ვიმუშაოთ.
მადლობა, რომ ამ წლების განმავლობაში ჩვენი ისტორიის ნაწილი ხართ.
ჩვენ გვჯერა, რომ საუკეთესო ღონისძიებები იქმნება მაშინ, როდესაც პროფესიონალიზმს ნდობა და ადამიანური ემოცია ემატება.
რატომ LAKA EVENT COMPANY?
პროფესიონალი გუნდი
გამოცდილი გუნდი და სანდო პარტნიორები, რომლებთანაც წლების განმავლობაში ვქმნით განსაკუთრებულ პროექტებს.
ინდივიდუალური მიდგომა
თითოეული ღონისძიება იქმნება თქვენი სურვილების, სტილისა და იდეის მიხედვით.
სრული სერვისი
იდეიდან განხორციელებამდე — ყველაფერი ერთიან, პროფესიონალურ პროცესში.
საერთაშორისო გამოცდილება
საქართველოში განხორციელებული პროექტები 18 სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული წყვილებისა და სტუმრებისთვის.
მთავარი კი — ნდობა
ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას არა მხოლოდ ღონისძიებაზე, არამედ თქვენს სიმშვიდესა და საბოლოო შედეგზე.

ჩვენთან ცხოვრება ხელოვნებაა
Laka