Laka Wedding
თქვენი სიყვარულის ისტორია — ჩვენი პროფესიული გამოცდილება

Laka Wedding

ქორწილები

Laka Wedding

LAKA WEDDING — საქორწილო მიმართულება, რომელიც თითოეულ წყვილს სთავაზობს ინდივიდუალურ კონცეფციასა და სრულ საქორწილო ორგანიზებას.

ჩვენ ვქმნით ქორწილის ინდივიდუალურ სცენარს, ვარჩევთ ლოკაციასა და სივრცეს, ვმართავთ დიზაინს, დეკორაციას, ფლორისტიკას, ტექნიკურ და ვიზუალურ დეტალებს, მომსახურებასა და ღონისძიების ყველა მნიშვნელოვან კომპონენტს.

ჩვენთვის მთავარი არის, რომ თითოეული ქორწილი იყოს წყვილის სიყვარულის ისტორიისა და პიროვნული სტილის შესაბამისი — განსაკუთრებული, დახვეწილი და ემოციური.

განსაკუთრებით ვამაყობთ იმით, რომ საქართველოში ვმასპინძლობთ წყვილებსა და სტუმრებს სხვადასხვა ქვეყნიდან და მათთვის ვქმნით ქართული ტრადიციებითა და სტუმართმოყვარეობით გამორჩეულ საქორწილო დღესასწაულებს.

LAKA WEDDING-ის გამოცდილება აერთიანებს საქართველოში ჩატარებულ ქორწილებს, რომლებშიც მონაწილეობდნენ წყვილები 18 სხვადასხვა ქვეყნიდან.

ჩვენ ვაერთიანებთ საერთაშორისო გამოცდილებას, ქართულ ტრადიციებსა და თანამედროვე საქორწილო სტანდარტებს, რათა თითოეული ქორწილი საქართველოში სტუმრებისთვის განსაკუთრებულ და დასამახსოვრებელ გამოცდილებად იქცეს.

თქვენი სიყვარული — ჩვენი შთაგონება.

რას მოიცავს

  • ინდივიდუალური საქორწილო კონცეფცია
  • ლოკაციისა და სივრცის შერჩევა
  • დიზაინი, დეკორაცია და ფლორისტიკა
  • ტექნიკური და ვიზუალური უზრუნველყოფა
  • სრული საქორწილო კოორდინაცია
დაათვალიერე სხვა მიმართულებები
Let’s talk

დაინტერესდი ამ მიმართულებით?